კურო
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები, როგორც წესი, ტანსრული აღნაგობის არიან და ხშირად სხეულის ფუმფულა ფორმებითაც გამოირჩევიან სხვებისგან.
პრობლემა კურო ქალის უგემოვნობისა შესაძლოა მდგომარეობდეს იმაში, რომ იგი ხშირად ვერ აფასებს ობიექტურად საკუთარ გაბარიტებს და სამოსს, რომელიც მოდურად ითვლება, აბსოლუტურად შეუსაბამოდ იცვამს.
ქალი კუროს კიდევ ერთი ნაკლი არის ის, რომ მას ძალიან უყვარს დიდი ზომის, მასიური აქსესუარების ტარება, რის გამოც მისი წარმოსადეგი აღნაგობა კიდევ უფრო “მასშტაბური” და მძიმე ხდება.
აქედან გამომდინარე, იგი ხშირად ტოვებს უხვად დახუნძლული უზარმაზარი საშობაო ნაძვის ხის შთაბეჭდილებას, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ბრენდული სამოსითაა შემოსილი (არ დაგავიწყდეთ, კუროები ხომ ცნობილი “ბრენდომანიაკები” არიან), მაინც უგემოვნოდ აცვია.