აშშ _ გასათხოვარ ქალებს ფლორიდის შტატში მკაცრად ეკრძალებათ საცურაო კოსტუმში გამოწყობილებს პარაშუტით გადმოხტომა. ოღონდ მხოლოდ კვირაობით.
აიოვას შტატში აკრძალულია 5 წუთზე დიდი ხნის განმავლობაში კოცნა.
მასაჩუსეტსის შტატში ტაქსის მძღოლებს ეკრძალებათ პიკის საათის დროს მანქანის წინა სკამებზე „სიყვარულით დაკავება“.
კალიფორნიაში კანონი კრძალავს ბაყაყების კოცნას. გარდა ამისა, აქ სისხლის სამართლის საქმე აღიძრება იმ პირების მიმართ, ვინც ავტომობილების გარეცხვისას ჩვრად მამაკაცის საცვალს გამოიყენებს.
ჩინეთი _ ქალს რომელიც ორ ვაჟს გააჩენს, იძულებითი გზით სტერილიზაციას უტარებენ, რათა მეტი შვილი აღარ გააჩინოს.
სინგაპური _ თუ ტუალეტის გამოყენების შემდეგ წყალს არ ჩაუშვებთ, 500 დოლარით დაჯარიმდებით.