1. რუსლან კრეჩეტნიკოვი და ჰანს მაიერი დაჯილდოვდნენ პრემიით სითხის დაღვრის შესწავლის სფეროში. მათ გამოიკვლიეს, თუ რა ემართება ადამიანს, რომელსაც მიაქვს ყავით სავსე ჭიქა. „მეცნიერებმა“ დაამტკიცეს, რომ ფინჯნის თავისებურება, სითხისა და ფეხების მოძრაობა ერთმანეთთან შეხამებულია ისეთნაირად, რომ ყველაზე ხშირად ადამიანს ყავა ეღვრება მე-7 და მე-10 ნაბიჯს შორის.
2. პრემია ალბათობის დარგში მიიღეს ნიდერლანდელმა მკვლევარებმა, რომლებმაც დაადგინეს, რომ რაც უფრო დიდხანს წევს ძროხა, მით უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ ის ფეხზე ადგება. როცა ფეხზე ადგება, უკვე ძნელია იმის ალბათობის გამოთვლა როდის დაწვება ისევ.
3.გერმანელმა მეცნიერებმა მიიღეს პრემია არქეოლოგიის დარგში იმისათვის, რომ მათ შეწვეს და გადაყლაპეს თხუნელა მთლიანად, დაუღეჭავად, რათა შემდეგ გამოეკვლიათ თავიანთი ექსკრემენტები მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში. რატომ გააკეთეს ეს მათ? მეცნიერებს უნდოდათ გამოეკვლიათ, რომელ ძვლებს მოინელებდა მათი ორგანიზმი და რომელს არა.
4. მეცნიერებმა იაპონიიდან მიიღეს პრემია იმისათვის, რომ ბიოქიმიური პროცესი, რომელიც ჩვენ გვატირებს ხახვის დაჭრის დროს, გაცილებით რთული ქიმიური პროცესია, ვიდრე მეცნიერებს ეგონათ.
5. გუსტანო პიზომ პრემია მიიღო იმისათვის, რომ გამოიგონა თვითმფრინავის გატაცების საწინააღმდეგო საშუალება. ელექტრომექანიკური სისტემა ტერორისტს გამოისვრის ლუქიდან გარეთ, შეკრავს მას და პარაშუტით აგზავნის დედამიწაზე, სადაც მას ხვდება წინასწარ ინფორმირებული პოლიცია.