ცნობილი მომღერალი ტეილორ სვიფტი ცნობილ ადამიანებს შორის გულშემატკივრებისადმი ყურადღებითა და ქველმოქმედებით გამოირჩევა.
ცოტა ხნის წინ ის ხუთი შვილის დედას დაეხმარა, რომლის მეუღლეც ონკოლოგიურ დაავადებას ემსხვერპლა. მარტოხელა დედისა და 5 შვილის უზრუნველყოფაში ვარსკვლავმა საკუთარი წვლილი შეიტანა და ოჯახს 50 000 დოლარი გადაურიცხა.
რამდენიმე წლის წინ, ტეილორ სვიფტი პანდემიის პერიოდში კორონავირუსით დაზარალებულ ადამიანებს აქტიურად ეხმარებოდა.
ორი თვის წინ 13 000 დოლარით დაეხმარა ორ დედას, რომლებიც გადასახადებს ვერ იხდიდნენ.
რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ტეილორის პატარა გულშემატკივარი საყვარელი მომღერლისგან გამოგზავნილ საჩუქარს ხსნის. გოგონამ, სახელად ემიმ ტეილორ სვიფტს შვიდი კითხვა გაუგზავნა, რომლებზეც პასუხის მიღება სურდა. ტეილორმა კითხვებს პასუხები ვერ გასცა და გოგონას პირადი წერილით მოუბოდიშა, თუმცა სამაგიეროდ საჩუქრებით სავსე ყუთი გაუგზავნა.
ავტორი