გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, დიღომში, ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში საველე ჰოსპიტალის მოწყობა დაიწყო.
იმუნოლოგ – ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“ქვეყანა, სადაც საველე ჰოსპიტალს შლიან, საქალაქო ტრანსპორტი გაჩერებულია და კინოთეატრები ღიაა. ღმერთო, დაეხმარე ამ ხალხს და ამ ქვეყანას…“
დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 676 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გარდაიცვალა 30 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 436 პირი ემსხვერპლა.