“ქვეყნის მოღალატეებს ისტორია იმახსოვრებს” _ ამ მოწოდებით ოზურგეთში, კონსერვატიული მოძრაობა “ალტ-ინფოს” ოფისთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, სამოქალაქო აქტივისტმა ირმა გორდელაძემ აქციაზე თქვა, არავის მისცემენ ოზურგეთში პრორუსული ძალების გაძლიერების უფლებას და მოუწოდა ოზურგეთელ “ალტ-ინფოელებს” დაეტოვებინათ თავიანთი პარტია და სწორ მხარეს დამდგარიყვნენ.
“არ მოგბეზრდათ ამდენი სიარული”, _ ჰკითხეს აქციის მონაწილეებს კონსერვატიული მოძრაობის წევრებმა, რაზეც გორდელაძემ უპასუხა, რომ მანამ ივლიან, სანამ “ალტ-ინფო” ოფისს არ დაცლის”.
_ სიარული აწი ნახე, _ უთხრა გორდელაძემ პარტიის წარმომადგენლებს.
აქციის მონაწილეებს წარმოდგენილი ჰქონდათ _ ილიას, აკაკის და ვაჟას გამონათქვამები რუსეთთან დაკავშირებით.
ავტორი