გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, გასულ კვირასთან შედარებით, მიმდინარე კვირის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, 2-3◦C-ით დაიკლებს. თუმცა, ქვეყნის ტერიტორია კვლავ რჩება თბური ტალღის ზემოქმედების ქვეშ.
ცალკეულ დღეებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 34◦C, 36◦C, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 35◦C, 37◦C-ს მიაღწიოს. ქვეყნის მთიან რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა 31◦C, 36◦C, მაღალ მთაში 26◦C, 31◦C-მდე მოიმატებს.
სააგენტოს თქმით, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურები ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურების ხელშემწყობ პირობებს წარმოადგენს.