საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.
“ქვის ცვენისა და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ179-კმ182 მონაკვეთზე (კალა-უშგული), დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”,_ აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.































































