პირინეის მთებში მკვლევარებმა ქვეწარმავლის ნაფეხურები აღმოაჩინეს, რომელიც 250 მილიონი წლის წინ არსებობდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, აღმოჩენილი ნაფეხურების ზომა სიგრძეში ნახევარი მეტრია, თუმცა რამდენიმე მათგანი 3 მეტრს აღწევს.
მკვლევარების თქმით, ახალი სახეობა იმ ქვეწარმავალთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაგანაც ნიანგები და დინოზავრები წარმოიშვნენ.
გავრცელებული ცნობით, აღმოჩენამ შეიძლება ცხოველების განვითარებისა და გავრცელებას ნათელი მოჰფინოს.
როგორც ცნობილია, 252 მილიონი წლის წინ ხმელეთიდან და ოკეანეებიდან ცხოველების 90%-ზე მეტი სახეობა განადგურდა.