საპენსიო სააგენტო საინვესტიციო პორტფელებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
“მოგეხსენებათ, რომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის შესაბამისად, დაგროვილი საპენსიო აქტივები განთავსებულია განსხვავებულ რისკიანობისა და მოსალოდნელი შემოსავლიანობის მქონე საინვესტიციო პორტფელში: კონსერვატიული, დაბალანსებული და დინამიური. თითოეულ პორტფელზე დეტალური ინფორმაცია, შეგიძლიათ იხილოთ პროაქტიულად და ყოველდღიურად საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე.
დინამიური ფონდის მოცულობა შეადგენს 2,873 მლნ ლარს, მასში ჩართულია 908,800 მონაწილე, სექტემბრის თვის ამონაგებმა 0.20% შეადგინა, დაბალანსებული პორტფელის მოცულობა შეადგენს 600 მლნ ლარს, მასში ჩართულია 201,900 მონაწილე, სექტემბერში ამონაგებმა 0.26% შეადგინა. კონსერვატიული პორტფელის მოცულობა 461 მლნ ლარია, მასში 167,900 ადამიანია ჩართული, სექტემბერში ამონაგებმა კი 0.43% შეადგინა”,_ ნათქვამია ინფორმაციაში.