ბედნიერება ფულშია, მაგრამ, მხოლოდ მაშინ, თუ თქვენს მეზობელს ის თქვენზე ნაკლები აქვს, – ასეთი დასკვნა გააკეთეს ბრიტანელმა სწავლულებმა.
40 წლის განმავლობაში, მიუხედავად ცხოვრების დონის მატებისა, მატერიალური უპირატესობა მეზობლებსა და მეგობრებზე, ბრიტანეთში აქამდე რჩება ფულის შოვნის მთავარ მოტივად.
ბევრი ფულის მოსახვეჭად ადამიანები სულ უფრო მეტსა და მეტს მუშაობენ, მაგრამ, დიდი სახლი და წარმატებული კარიერა ადამიანს ბედნიერს მხოლოდ მაშინ ხდის, თუ მის ირგვლივ მყოფი ადამიანები ნაკლებად მდიდრები არიან.
ამის გამო ბრიტანელები ქრონიკული დაუკმაყოფილებლობის მსხვერპლნი გახდნენ, – განაცხადა დარვინის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის ფაკულტეტის სპეციალისტმა კრის ბოისმა. კვლევაში სწავლულებმა ბრიტანეთის ოჯახური მეურნეობის შემსწავლელი კომისიის წევრები გამოიყენეს.
მკვლევართა დასკვნით, ადამიანებს, რომლებიც სოციალურ კიბეზე მაღლა და მაღლა ადიან, ამოძრავებთ სურვილი, არ ჩამორჩნენ სხვებს. სიმდიდრისკენ ლტოლვას საზოგადოების გამდიდრებისკენ მივყავართ, თუმცა, ამით ინდივიდი უფრო ბედნიერი არ ხდება. ასე რომ, ბედნიერება ბევრ ფულში კი არა, სხვა ადამიანებზე უპირატესობაში ყოფილა.
ავტორი