ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი გამოდის ინიციატივით, რუსულ კანონპროექტს – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” სახელი შეუცვალონ, რადგან სიტყვა “აგენტი” მათ შორის მისთვისაც “გარკვეულ დისკომფორტს და შფოთვის საგანს” წარმოადგენს.
“მე მინდა, დავასახელო, რეალურად რა პრობლემაცაა და რაზეც არის ძირითადი შფოთვა, ეს არის უცხოური გავლენის აგენტი. მე მინდა, რომ შემოგთავაზოთ და გთხოვოთ, ვიმსჯელოთ დასახელებაზე, მივიღოთ იმ დათქმით, რომ ეს დასახელება იყოს ისეთი, რომ არ მოახდინოს სექტორში, ამ სფეროში მომუშავე უამრავი კეთილსინდისიერი ორგანიზაციის, ადამიანის დისკრედიტირება და თავისთავად დარწმუნებული ვარ და ვისთანაც მქონია კომუნიკაცია, არავისთან არ უნდა ჰქონდეს დამჭვირვალობასთან და ანგარიშვალდებულებასთან პრობლება, ამიტომ ვაყენებ ამ წინადადებას, რომ დასახელებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩემთვისაც გარკვეულ დისკომფორტს და შფოთვის საგანს წარმოადგენს, იყოს კონსესუსი მიღწეული”, _ განაცხადა დეპუტატმა.