ჩატარებულმა მრავალრიცხოვანმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ სიცილი ჯანმრთელობას რგებს. მაგალითად ცნობილია, რომ კომიკოსები უფრო მეტ ხანს ცოცხლობენ, ვიდრე ტრაგიკოსები.
უნარი, ყველაფერს იუმორით შევხედოთ, მემკვიდრეობითია, სიცილის სწავლა კი ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია, მთავარია მოვინდომოთ.
სიცილი ორგანიზმზე სავსებით რეალურ ზემოქმედებას ახდენს და ყველა ბიოლოგიურ პროცესს აუმჯობესებს. როცა ხმამაღლა ვიცინით, ჩვენს ორგანიზმში მუშაობს 80 კუნთოვანი ჯგუფი: მხრები, გულმკერდი, პრესი. კისრისა და ზურგის კუნთები კი, პირიქით, დუნდება, რაც სისხლს თავისუფლად მოძრაობის საშუალებას აძლევს. გულისცემა იმატებს, მცირდება ქოლესტერინის დონე, უმჯობესდება სუნთქვა.
მეცნიერებმა დაასაბუთეს, რომ სიცილი შესანიშნავად ასტიმულირებს საჭმლის მონელებას, ახდენს ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო ზემოქმედებას.
კარგი განწყობა ადამიანს გაციებისგან იცავს. თუ მეგობრებთან ერთად იმხიარულებთ ან საყვარელ საქმეს მოჰკიდებთ ხელს, იმუნური სისტემის ორდღიანი ურყეობა გარანტირებული გაქვთ. ხოლო უგუნებობა, ასუსტებს მას. ასევე გამოიკვლიეს, რომ თუ ადამიანი სახლიდან ცუდი განწყობით გავა, უფრო იოლად ცივდება.
გულიანი სიცილი ხსნის სტრესს – მისი გავლენით ტვინი “ბედნიერების ჰორმონს” გამოიმუშავებს. წვავს კალორიებს (10 წუთში 50 კალორია იწვის). ამცირებს შაქრის შემცველობას სისხლში.
ავტორი