სარეკლამო რგოლი, რომლის გამოც ირანში ქალების რეკლამაში გადაღება აიკრძალა – შეიცავს კადრებს, სადაც ირანელი ქალი ავტომობილის საჭესთან ზის და ნაყინს მიირთმევს.
ირანის კულტურისა და ისლამური ორიენტაციის სამინისტრომ ქალებს აღნიშნული ვიდეორგოლის გამოჩენისთანავე რეკლამაში გამოჩენა აუკრძალა. აკრძალვა, ასევე, ეხება „ქალის გამოსახულების“ გამოყენებას ვიდეორგოლებში.
გავრცელებული ინფორმაციით, აკრძალვა შეესაბამება კულტურული რევოლუციის უმაღლესი საბჭოს დადგენილებას.
აკრძალვა ასევე ეფუძნება ირანის წესებსა და რეგულაციებს კომერციულ რეკლამებთან დაკავშირებით, რომლებიც კრძალავს არა მხოლოდ ქალების, არამედ ბავშვებისა და მამაკაცების „ინსტრუმენტულ გამოყენებას“.