ლანჩხუთის კეთილმოწყობის სამსახური მორიგ ინფორმაციას ავრცელებს ქალაქის ცენტრალურ პარკში მოსასვენებელი სკამების დაზიანების თაობაზე.
„ქალაქის ცენტრში არსებული სკამები კიდევ ერთხელ დააზიანეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა დაზიანება ხდება.
მაშინ, როდესაც არსებული პანდემიის გამო ლამის ფორს-მაჟორში გვიწევს მუშაობა, გარკვეული რისკებით, ძალიან სამწუხაროა ასეთი ქმედება.
გვინდა მივმართოთ ამის ჩამდენებს, რა დაგიშავეს სკამებმა?!“-წერია სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.






























































