კლიმატის ცვალებადობასთან ერთად ჩვენი ორგანიზმი კარგავს „იმუნიტეტს“ რაც საკმაოდ აისახება ჩვენს სიძლიერეზე. არსებობს ეფექტური და მარტივად მოსამზადებელი პროდუქტი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს დაეხმარება იმუნიტეტის ამაღლებაში.
ეს ნარევი ორგანიზმს უამრავი საჭირო ვიტამინით, მიკროელემენტით, მინერალით ამარაგებს და მის ბრძოლისუნარიანობას ამაღლებს.
თაფლი – 200 გრ,
ნიგოზი – 200 გრ,
შავი ქლიავის ჩირი, უკურკო – 200 გრ,
გარგრის ჩირი – 200 გრ,
ქიშმიში (თეთრიც და შავიც) – 200 გრ,
ლიმონი,
რეცეპტი ძალიან მარტივია: ყველა ინგრედიენტი, თაფლის გარდა ხორცსაკეპში უნდა გაატაროთ. შემდეგ თაფლი დაამატოთ და კარგად აურიოთ. მიიღებთ წებოვან, სქელ, გემრიელ მასას, რომელიც ყოველ დღე 1-2 კოვზი უნდა მიირთვათ. შეინახეთ მაცივარში.
მთავარი ინგრედიენტების გარდა, ნარევს შეგიძლიათ დაამატოთ ნუში, კედარის კაკალი (განსაკუთრებულად სასარგებლოა), ლეღვის ჩირი.
































































