13 აპრილიდან თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული დოკუმენტის არაგასაიდუმლოებული ნაწილის პრეზენტაცია მოხდება, _ ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან ოზორიამ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. იზორიას განმარტებით, ავგისტოდან უწყებათაშორისი კომისია თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებით იყო დაკავებული. უკვე შემუშავებულია ე.წ. მინისტრის ე.წ. დირექტივები და „თეთრი წიგნი“.
„სხვადასხვა უწყებების აქიტიური ჩართულობით შემუშავდა ეს დოკუმენტი მათ შორის, პრეზიდენტის, მთავრობის და უცხოელების აქტიური ჩართულობით… დოკუმენტი ხელმოწერილია, ყველა დაინტერესებულ პირთან შეთანხმებულია. მთავრობისგან სჭირდებოდა თანხმობა, ამ დოკუმენტის რომელი ნაწილი შეიძლება იყოს საჯარო. კვირის ბოლოს, სავარაუდოდ, 13 აპრილს, ამ დოკუმენტის ნაწილს ავტვირთავთ ჩვენს ვებ-გვერდზე“, _ აღნიშნა იზორიამ.
მისივე განცხადებით, ასევე აპრილში იქნება მზად თავდაცვის სამინისტროს სამოქმედო გეგმის დოკუმენტი, რომლითაც მომდევო 4 წლის განმავლობაში უწყებამ უნდა იხელმძღვანელოს.
„აქ იქნება თავისი დროსი გრაფიკი, როდის რა უნდა განხორციელდეს, გაზომვადი კრიტერიუმებით. ესეც ახლო მომავალში იქნება, შეძლებისდაგვარად საჯარო დოკუმენტი“_ აღნიშნა იზოირიამ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოველწლიური ანგარიშს უსმენენ.
ლევან იზორია დეპუტატებს თავდაცვის უწყებაში გატარებული რეფორმებისა და სამომავლო გეგმების შესახებ აწვდის ინფორმაციას.
„ჩვენ მიერ განხორციელებული რეფორმები აბსოლუტურ თანხვედრაშია ნატო-ს მიერ განსაზღვრულ სტრატეგიებთან. თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ამ რეფორმებით ვართ თავსებადი ნატო-სთან არა მხოლოდ განცხადებებში, არამედ მოქმედებებში“, _ განაცხადა ლევან იზორიამ.