სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრის შედეგად სომხეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმებს პარტნიორობის შესახებ სამი მიმართულებით, _ იუწყება „არმენპრესი“
ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა ნაზელი ბაღდასარიანმა დაწერა.
„სტრატეგიული თანამშრომლობის გასაღრმავებლად სამ ძირითად სფეროში, სომხეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობებმა მოაწერეს ხელი შემდეგ ურთიერთგაგების მემორანდუმებს:
- პარტნიორობა „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის შესაძლებლობების განვითარების სფეროში,
- ინოვაციური პარტნიორობა ხელოვნური ინტელექტისა და ნახევარგამტარების სფეროში,
- პარტნიორობა ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში“, – დაწერა ბაღდასარიანმა.




























































