ახალი გამოკვლევებიდან ჩანს, რომ საჭმლის მიღებას საათების მიხედვით თუ მოწესრიგებულია, გაცილებით იოლად ვიკლებთ.
აშშ-ის, ლუიზიანას შტატის მეცნიერები აცხადებენ, რომ ბიორითმები გახდომაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენენ.
გამოკვლევებში მონაწილეობას იღებდნენ როგორც მამაკაცები, ისე ქალბატონები.
გამოკვლევა უტარდებოდათ კონკრეტულად იმ პირებს, რომლებსაც ჭარბი წონა აწუხებდათ.
ისინი საჭმელს 08:00 სთ-ზე მიირთმევდნენ, ასევე 11:00 და 14:00 საათებზე. სწორედ ეს იყო მთავარი მიმართულება.
აღმოჩნდა, რომ რაც უფრო ადრე მივირთმევთ საკვებს, მეტი შანსია, რომ “შიმშილის ჰორმონები” დაგვიქვეითდეს. “შიმშილის ჰორმონები” ხომ მადას ასტიმულირებენ.
ეს კი ნიშნავს იმას, რომ შიმშილის დაუოკებელი განცდა აღარ გვექნება და მადა ჩვენს ხელშია.
მეცნიერები კვლავ აგრძელებენ გამოკვლევებს ამ საკითხთან დაკავშირებით, რათა ახალი რეკომენდაციები მოგვცენ.
როგორც ხედავთ, რითმის დაცვა აუცილებელია და უნდა ვეცადოთ, რომ რეჟიმიდან არ ამოვვარდეთ. მივიღოთ საკვები დადგენილ დროს და ულუფები ზუსტად გავთვალოთ.
ბიორითმიდან რომ არ ამოვვარდეთ და დაკლებას ხელი შევუწყოთ, გვირჩევენ ისეთი პროდუქტების მიღებას, როგორიცაა სალათები და მსუბუქი საუზმეული.
ავტორი