ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6889 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.6894 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9390 ლარია. მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 2.9753 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0363 ლარი შეადგინა.