საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 10 მაისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, ხოლო ევროსთან მიმართებით გაუფასურდა.
დოლარის მიმართ ლარის კურსის ცვლილებამ 0.42 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6755 ლარი გახდა. ევროსთან მიმართებით 0.25 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8837 ლარი გახდა.