ჩინური წარმოების პირველი მფრინავი ავტომობილის გამოსვლის სავარაუდო თარიღი და ფასი ცნობილი გახდა.
სტარტაპ „AeroHT“-ის დამფუძნებლის, ჩჟაო დელის განცხადებით, „Xpeng“-ის ელექტრომობილის სერიული წარმოება შესაძლოა 2025 წელს დაიწყოს, მისი ღირებულება კი 140 000 დოლარი იქნება.
ავტომობილი დროის 90%-ს ჩვეულებრივ გზებზე გაატარებს, აფრენა კი მხოლოდ საცობების დროს იქნება შესაძლებელი. ავტომობილს 4 ელექტროძრავი და 8 პროპელერი ექნება.
ავტორი