ვალუტის გაცვლის ახალი კურსი ცნობილია.
ეროვნული ბანკის გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 24 დეკემბრისთვის ერთი აშშ დოლარი 2.8128 ლარი ეღირება, ევრო – 2.9236 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5289 ლარი.
დღეს მოქმედი ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარი 2.8082 ლარი ღირდა, ევრო – 2.9174 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5133 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 24 დეკემბერს ამოქმედდება.