გერმანიაში არავაქცინირებულ ადამიანებს არააუცილებელ მაღაზიებში და სამასპინძლო დაწესებულებებში შესვლა ეკრძალებათ. გარდა ამისა, პარლამენტი კორონავირუსზე ვაქცინის გაკეთების სავალდებულოდ გახდომის საკითხს განიხილავს. კანონი შეიძლება ძალაში 2022 წლის თებერვალში შევიდეს. სკოლებში კი პირბადის ტარება აუცილებელი ხდება.
ITV-ის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ვითარება სერიოზულია.
გავრცელებული ცნობით, გერმანიაში, გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 70 000 შემთხვევა დაფიქსირდა.