https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

    მაჩადომ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

    ტრამპი: „უკრაინა ნაკლებადაა მზად სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, ვიდრე რუსეთი“

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა ელის საქართველოს, თუ რუსეთმა მიზანს მიაღწია და მოვლენები ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდა

16:13; 22.03.2023
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველო, ადრე თუ გვიან, გაწევრდება ევროკავშირშიც და ნატოშიც. ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახამდე მიმავალი გზა რთულია, თუმცა მიღწევადი. ერთადერთი, რამაც ამ ყველაფერს ხაზი შეიძლება გადაუსვას, არის ქვეყანაში განგრძობადი დესტაბილიზაციისა და რყევების დაწყება.

ჩვენ დღეს არ ვსაუბრობთ რაღაც მხარე­ებზე და არ ვიკამათებთ იმაზე, ვინ რაშია დამნაშავე და ვინ უწყობს ხელს ქვეყანაში რყევების დაწყებას. ევროპა ყველას გვინდა, მაგრამ არასოდეს დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს მეზობლად, ჩრდილოეთით, არის სახელმწიფო, რომელიც ყველაფერს გააკეთებს ზემოხსენებული პერსპექტივის მოსასპობად, პირველ რიგში კი შეეცდება ჩვენი შეცდომების გამოყენებას.

ჩვენ ერთ-ერთ წინა სტატიაში ვწერდით, თუ რამდენი ჰიბრიდული ომი გადაიტანა საქართველომ რუსეთთან (რაც დაგვირგვინდა 2008 წელს პირდაპირი­ რუს­ული აგრესიით). რა თქმა უნდა, უმადური საქმეა იმაზე მსჯელობა, “ეს ასე რომ ყოფილიყო და ის ისე რომ ყოფილიყო”, მაგრამ ერთი წუთით­ წარმოვიდგინოთ, როგორი იქნებოდა საქა­რთველო გასული საუკუნის 90-იან წლებში სამოქალაქო ომი რომ არ გადაეტანა.

მაშინ ქვეყანამ განვითარების 30-40 წელი დაკარგა, აღარაფერს ვამბობთ­ ათეულათასობით დახოცილ საქა­რთველოს მოქალაქეზე. მთელი ტომები შეიძლება დაიწეროს იმაზე, თუ როგორ მოახერხა რუსეთმა საქართველოში სამოქალაქო­ ომის პროვოცირება და როგორ ეხმარებოდა ორივე მხარეს პრინციპით: “რაც მეტს დახოცავენ ქართველები ერთმანეთს და რაც მეტს დაანგრევენ ქვეყანას, მით უკეთესი”. დაპირისპირებული მხარეები კი დარწმუნებული იყვნენ, რომ თვითონ იყვნენ პატრიოტები (მოსკოვის პირდაპირ აგენტებს თუ არ ჩავთვლით), მოწინააღმდეგეები კი რუსეთის ინტერესებს ემსახურებოდნენ. შესაბამისად, ხოცეს ერთმანეთი კრემლის გულის გასახარად.

მძიმე და ტრაგიკული 90-იანების შემ­დეგ­ საქართველო, ასე თუ ისე, ფეხზე­ დადგა,­ მაგრამ მოსკოვის გეგმები არ შეცვლილა­. თუმცა განსხვავება არის. 90-იან წლებში კრემლი ფარისევლობდა, თავს საქა­რთველოს მეგობრად აცხადებდა და აღიარ­ებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას­. შესაბამისად, ოფიციალურ თბილისსაც ჰქონდა მცდელობა, რუსეთთან ურთიერთობა­ რამენაირად ისე დაელაგებინა, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღედგინა.­ ერთხელ უკვე ვწერდით და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ – შევარდნაძე რუსებს სთავაზობდა სამხედრო ბაზების 25 წლით დაკანონებას, საქართველოს რუბლის ზონაში შესვლას და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების მოსკოვთან შეთანხმებით დანიშვნას. მოსკოვმა, რა თქმა უნდა, სამაგიეროდ არაფერი დათმო.

მეტიც, როდესაც შევარდნაძემ დასავლეთისკენ ცალი თვალი გააპარა, მას ტერაქტი მოუწყვეს და მორიგი სამხედრო გადატრიალების პროვოცირება სცადეს… მას შემდეგ რუსეთს არაერთი მცდელობა ჰქონია, რომ ქვეყანა ქაოსში ჩაეძირა­ და ამ მცდელობებს გააგრძელებს. გამოსავალი ის არის, რომ პოლარიზაციამ თუ პოლიტიკურმა დაპირისპირებამ არ უნდა გადაკვეთოს წითელი ხაზები. ქაოსი და დესტაბილიზაცია ბავშვების შესაშინებლად მოგონილი სიტყვები არ არის. ამას აქვს კონკრეტული გამოხატულება და აისახება თითოეული ადამიანის ბედზე. წარმოვიდგინოთ, რა მოხდება, თუ ჩვენმა საერთო მტერმა შეძლო და ისე დაგვაპირისპირა ერთმანეთს, რომ მოვლენები­ ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდა.

1. ევროპა, ევროკავშირი და ნატო შეგვიძლია დავივიწყოთ. ქაოსში ჩაძირული ქვეყანა არავის არაფერში სჭირდება. მაქსიმუმ, რაც მათ შეუძლიათ ჩვენთვის გააკეთონ, ეს იქნება ჰუმანიტარული დახმარებების გამოგზავნა და ქართველი ლტოლვილების შეფარება. სავარაუდოდ, ქვეყანაში ქაოსის დაწყების გამო, ევროკავშირი გაგვიუქმებს უვიზო რეჟიმს, რადგან მათთვის საფრთხის შემცველი ტერიტორია ვიქნებით. ქვეყანას შეუწყდება სხვადასხვა საერთა­შორისო ორგანიზაციიდან დაფინანსება. ქართველ სტუდენტებს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან გაუჭირდებათ განათლების ევროპასა და აშშ-ში მიღება.

2. შეგვიძლია დავივიწყოთ ისეთი ცნება,­ როგორიცაა აშშ-თან პარტნიორული ურთიერთობა. საქართველოს თავდაცვისუნარიანობა სავალალო დღეში აღმოჩნდება. ამ კუთხით ჩვენ, ძირითადად, აშშ-ზე ვართ დამოკიდებული. იმ ქვეყანას, სადაც მუდმი­ვი რყევებია და ბუნდოვანი პერსპექტივა აქვს, იარაღს აღარავინ მიაწვდის. აშშ გადახედავს საქართველოსთვის ფინანსური დახმარების საკითხსაც, ჰუმანიტარული დახმარების გამოკლებით. საბოლოო ჯამში, გეოპოლიტიკურად უპატრონოები დავრჩებით.

3. გეოპოლიტიკურად უპატრონოდ დარჩენილ ქვეყანას ეშმაკი, უფრო ზუსტად, რუსული დათვი დაეპატრონება. მოდი, შევთანხმდეთ, რომ არანაირი ორი რუსეთი არ არსებობს – არც ელცინის, არც პუტინის და არც ნავალნის. გამარჯვებული რუსეთიც საფრთხეა ჩვენთვის და დამარცხებული რუსეთიც – კრემლი მღვრიე წყალში თევზაობას არასოდეს მოეშვება. მოსკოვი საქართველოში ყველა დაპირისპირებულ ძალას მხარს დაუჭერს, ოღონდ იმ დოზით, რომ გამარჯვება არც ერთმა მხარემ არ მოიპოვოს. რუსეთის მიზანიც სწორედ ეს არის – საქართველო იყოს მუდმივ რყევებში, რათა სახელმწიფოებრივი საფუძვლები მოირყეს. გამოჩნდებიან მოღალატეები, რომლებიც წერილებს გაგზავნიან მოსკოვში და საქართველოში წესრიგის დამყარებას სთხოვენ. გააქტიურდებიან სეპარატისტები და ქართულ სოფლებში “ლეკიანობის” ახალ მასშტაბებს მივიღებთ. საბოლოოდ, მოსკოვი შეეცდება, ისე დაასუსტოს ჩვენი ქვეყანა, ისე გატეხოს მორალურად საზოგადოება, რომ უახლოესი 50 წლის მანძილზე საქართველომ ევროპისკენ (ნატოზე ხომ საუბარიც ზედმეტია) ვეღარც კი გაიხედოს.

4. საქართველო დაკარგავს თავის გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას. “აბრეშუმის გზა”, ევროკაბელი და სხვა გლობალური პროექტები მხოლოდ კეთილ მოგონებად დაგვრჩება. დასავლეთი არ დაგველოდება­ ჩვენ, თუ როდის ვინებებთ დალაგებას. მოიძიებს ალტერნატიულ მარშრუტებს და გეოპოლიტიკურად დავრჩებით თამაშგარე მდგომარეობაში.

5. ჩამოიშლება სამართალდამცავი სისტემა. აყვავდება კრიმინალი. ქვეყანა კვლავ დაიყოფა საძმოებად და სხვა დანაშაულებრივ დაჯგუფებებად. დაბრუნდება ის წლები, როდესაც ადამიანები საღამოს ექვსი საათის შემდეგ ქუჩაში გასვლას ერიდებოდნენ. გაჩნდება უკონტროლო იარაღი. ქვეყანა აივსება ნარკოტიკებით, აქედან გამომდინარე ყველაზე უარესი შედეგებით.

6. ემიგრაცია ჰიპერმასშტაბებს მიაღწევს­. დღეს აღარ არის 90-იანები, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ საზღვარგარეთ მოხვედრის გზებზე. დღეს ეს გზებიც ყველამ იცის და ახალგაზრდობის დიდი ნაწილი ინგლისურსაც ფლობს. ქვეყანა დაიცლება ადამიანური რესურსისგანაც, ინტელექტისგანაც და პერსპექტივებისგანაც.

7. ჩამოიშლება ეკონომიკა. როდესაც­ ვსაუბრობთ ეკონომიკურ კოლაფსზე, უნდა გვახსოვდეს, რომ ამას კონკრეტული გამო­ხატულება აქვს. ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი უმუშევრად დარჩება, ნაწილი კი მხოლოდ ფორმალურად იმუშავებს – ხელფასს თვეების დაგვიანებით ან საერთოდ ვერ აიღებს. პენსიონერები იმ მცირე შემოსავლის გარეშე დარჩებიან, რასაც დღეს იღებენ. მსხვილი ბიზნესი შეეცდება, საწარმოები საზღვარგარეთ გადაიტანოს ან გაკოტრდება. უცხოური ბიზნესი მომენტალურად დატოვებს ქვეყანას. აყვავდება შავი ბაზარი თავისი კოსმიური ფასებით. საბანკო სისტემა დაბრუნდება იმ ნიშნულზე, რაც 90-იანებში იყო. მოიშლება სატრანსპორტო სისტემა. აყვავდება კონტრაბანდა.

8. დაიწყება ლარის სწრაფი გაუფასურება­ (გვახსოვდეს კუპონის ბედი). წარმოდგენაც კი ძნელია, რა კურსი შეიძლება ჰქონდეს ლარს დოლართან მიმართებაში. საბოლო­ოდ, მოშლილი ეკონომიკისა და ფინანსური სექტორის პირობებში, საქართველოში ლარს ჩაანაცვლებს უცხოური ვალუტა – დოლარი, ევრო, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში კი თურქული ლირაც.

9. შეჩერდება ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი. ნახევრად აშენებული ნაგებობები განადგურდება, უკვე აშენებულები კი მოუვლელობის გამო დაიწყებს ამორტიზაციას.

10. ქვეყანაში ტურიზმი უკიდურესად შემცირდება. ეს ათასობით ადამიანის გაღატაკებას გამოიწვევს. დაიხურება სასტუმროები. შეჩერდება მშენებლობები.

11. ერთი მხრივ, მოიშლება ჯანდაცვის­ სისტემა და მეორე მხრივ, ადამიანებს არ ექნებათ იმის ფული, რომ ექიმთან იმკურნალონ.

P.შ. ზოგიერთმა თქვენგანმა შესაძლოა გვისაყვედუროს, რომ ძალიან მძიმე სურათს ვხატავთ. თუმცა ეს ფანტაზია არ არის – ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი ჩვენ ერთხელ უკვე გადავიტანეთ. გადავიტანეთ სწორედ იმიტომ, რომ ქვეყანა ჯერ მხარეებად დაიყო, ერთმანეთს მოღალატეობა დააბრალეს და მერე ყველანი ერთად გადაიჩეხნენ ხრამში. ასე რომ, ფრთხილად ვიყოთ. რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ ზემოხსენებული სცენარი, როგორც ღამის კოშმარი, არასოდეს ახდება.

წყარო: კვირის პალიტრა

გაზიარება18Tweet11Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

“არ შეესაბამებოდა სტანდარტებს”- კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის საქმეზე ანგარიშს აქვეყნებს

19:21; 16 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ქვეყნის მასშტაბით საფრთხეები 22 მყინვარულ ხეობაში შეფასდა – შედეგები კობახიძეს გააცნეს

16:20; 16 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ურსულა ფონ დერ ლაიენი: გრენლანდიაში დაძაბულობის ფონზე, ევროკავშირი შეინარჩუნებს აშშ-სთან არქტიკულ თანამშრომლობას

16:04; 16 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: ევროკავშირის კვლევაში საქართველო კორუფციისგან თავისუფლების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას

15:49; 16 იანვარი, 2026
პოლიტიკა

„მთვრალმა ღარიბაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა ივანიშვილს, რომელიც ჩაუწერეს და მიუტანეს ბიძინას“ – შაიშმელაშვილი

11:26; 16 იანვარი, 2026

ბოლნისში დაკარგული 9 წლის ბიჭი იპოვეს

ზარქუას სიძის კომპანია 20-მილიონიან ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა

ყველა სიახლე

საზოგადოება

“აფეთქების ხმა იყო”- ავტოსახელოსნო იწვის

20:37; 16.01.2026
პოლიტიკა

“არ შეესაბამებოდა სტანდარტებს”- კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის საქმეზე ანგარიშს აქვეყნებს

19:21; 16.01.2026
G-NEWS TV

„მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

18:29; 16.01.2026
სამართალი

ავტომობილი მოზარდს დაეჯახა

17:55; 16.01.2026
საზოგადოება

ხელჩართული ჩხუბი ვაკეში – ვიდეო ადგილიდან

17:53; 16.01.2026
კულტურა

ტიმოთი შალამემ უკრაინელები აღაშფოთა

17:32; 16.01.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ- ვალუტის კურსი

17:27; 16.01.2026
ფინანსები

საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16:35; 16.01.2026
საზოგადოება

გამოიკვეთა თუ არა მყისიერი საფრთხე მყინვარების კვლევის შედეგად

16:30; 16.01.2026
პოლიტიკა

ქვეყნის მასშტაბით საფრთხეები 22 მყინვარულ ხეობაში შეფასდა – შედეგები კობახიძეს გააცნეს

16:20; 16.01.2026
პოლიტიკა

ურსულა ფონ დერ ლაიენი: გრენლანდიაში დაძაბულობის ფონზე, ევროკავშირი შეინარჩუნებს აშშ-სთან არქტიკულ თანამშრომლობას

16:04; 16.01.2026
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: ევროკავშირის კვლევაში საქართველო კორუფციისგან თავისუფლების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას

15:49; 16.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

15:44; 16.01.2026
სამართალი

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

15:37; 16.01.2026
მსოფლიო

“უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

15:02; 16.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო