ჩოხატაურელი ახალგაზრდა ვ.ბ., რომელიც გუშინ კერძო სამუშაოს შესრულებისას დაშავდა, გარდაიცვალა.
“რა ეშველება ახლა მის სამ ობოლს. დღე და ღამე მუშაობდა, რომ ოჯახი ერჩინა. საცოდაობაა. თითონაც ობლად, უდედოდ გაიზარდა. რა ბედი ჰქონიათ. უბედური მამამისი, რა გააძლებინებს”, _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბრისას ოჯახის ახლობელი.
გარდაცვლილს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
“გურია ნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს.