საავტომობილო გზების დეპარტამენტი ნასაკირალის გზის მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
“გურიის რეგიონში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო – ჩოხატაური – ოზურგეთი – ქობულეთის საავტომობილო გზის ნასაკირალის მონაკვეთის (კმ 35-კმ 43.6) რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება 9.3 კილომეტრიან მონაკვეთს.
ამ ეტაპზე, საგზაო სამოსის მომზადება და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს.
პროექტი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მისი ღირებულება 8.1 მლნ. ლარია”,_ნათქვამია ინფორმაციაში.