ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში დასრულდა “ერთიანი ნაცინალური მოძრაობის“ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის დავით მჟავანაძის სასამართლო პროცესი.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ თორნიკე კაპანაძემ მჟავანაძეს სიტყვიერი შენიშვნა მისცა. დავით მჟავანაძეს ადმინიატრაციული კოდექსის 166-ე და 173-წ მუხლების საფუძველზე ედავებოდნენ, რაც ხულიგნობას და პოლიციისთვის შეურაცხყოფის მიყენებას, ასევე, სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრის დროს მჟავანაძის ადვოკატმა კახა ჩავლეშვილმა თქმა, 166-ე მუხლის დარღვევა არ დადასტურდა, ხოლო 173-ეს შემთხვევაში, მოსამართლემ გაითვალისწინა დარღვევის კონტექსტი და მოქმედების ადგილი. შესაბამისად, ბრალდება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
დავით მჟავანაძე მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
[sexy_author_bio]