“პუბლიკას” ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პოეტ ზვიად რატიანის განაჩენი ძალაში დატოვა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა.
2025 წლის 9 ოქტომბერს ზვიად რატიანს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო.
რატიანს თავდაპირველად ბრალად ედებოდა პოლიციელზე თავდასხმა, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით, ის დამნაშავედ ცნეს პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისთვის.
ზვიად რატიანი 2025 წლის 23 ივნისს დააკავეს. მან თბილისში, პარლამენტის შენობასთან, სილა გააწნა პოლიციელ თეიმურაზ მეშველაშვილს.
რატიანი ამბობდა, რომ პატიმრობა მისი „პროექტის“ ნაწილი იყო. მისი ქმედება მზია ამაღლობელისა და ნინო დათაშვილის პატიმრობამ გამოიწვია.

































































