BBC-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების მოსამართლე ჰავაიში, დერიკ უოტსონის გადაწყვეტილების მიხედვით, პრეზიდენტ ტრამპის დაწესებული ახალი კანონის შეჩერება განუსაზღვრელი ვადით უნდა მოხდეს.
როგორც ცნობილია, ტრამპმა შეერთებულ შტატებში ჩასვლა ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანის და იემენის მოქალაქეებს დროებით აუკრძალა.
პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარეობს, თუმცა, სარჩელის მიხედვით, აკრძალვა ტურიზმს და უცხოელი სტუდენტების და მუშების მიღებას ხელს უშლის.
მაუწყებლის ინფორმაციით, მოსამართლემ განჩინება მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ადვოკატების და იუსტიციის სამინისტროს დეპარტამენტის არგუმენტები მოისმინა.
მაუწყებლის ცნობით, სხვა სასამართლოებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრამპის გადაწყვეტილების განხილვისას სხვადასხვა გადაწყვეტილებები მიიღეს.
გავრცელებული ცნობით, თვის დასაწყისში მერილენდის მოსამართლემ პრეზიდენტის მიერ დაწესებული აკრძალვების ნაწილი შეაჩერა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ჰავაის მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მეცხრე საოლქო სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.