მიმდინარე კვირას ლანჩხუთის საკრებულოს წევრებს მეორედ მოუწიათ რიგგარეშე შეკრება. სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმერ ნანაძე უძღვებოდა, საკრებულომ დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ საკითხზე იმსჯელა და გადაწყვეტილებაც მიიღო.
საკრებულომ დაამტკიცა დადგენილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მონაწილეობით ბიუჯეტის პროგრამის განხორციელების წესის დადგენის შესახებ“ მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამა წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაგეგმვის, პროექტების განხორციელების და მონიტორინგის პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმას, რომელიც ორიენტირებულია მოქალაქეთა შესაძლებლობის გაძლიერებისკენ, რომ მათ დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით უპასუხონ ადგილობრივი მნიშვნელობის საჭიროებებს, მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით.
ასევე დამტკიცდა „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულება, შევიდა ცვლილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის დადგენილებაში. რეგლამენტის მიხედვით, საკრებულოს მორიგი სხდომა, 31 აგვისტოსთვისაა ჩანიშნული.





























































