მეცნიერებმა, მარკ ევანსის ხელმძღვანელობით, ახლახან ელვის პრესლის სიკვდილის მიზეზი გამოარკვიეს.
მათ მომღერლის პარიკმახერისგან 2 000 დოლარად შეიძინეს ელვისის თმის ღერი, საიდანაც აღებული დნმ-ის გამოკვლევის თანახმად, ვარსკვლავს თანდაყოლილი დაავადებები დაუდგინდა.
გენეტიკურად განპირობებულ სნეულებებს შორის სიკვდილის მიზეზი გახდა ე.წ. ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია – გულის კუნთის გასქელებით მიმდინარე დაავადება, რომელიც გულის პროგრესირებადი უკმარისობით მთავრდება და მამაკაცებს 20-40 წლის ასაკში უვითარდებათ.
“არადა, მრავალი წლის მანძილზე როკ-ენ-როლის მეფის ნაადრევ სიკვდილს ნარკოტიკების ზედმეტ დოზას და ლოთობას აბრალებდნენ. ადანაშაულებდნენ მის ექიმსაც”, – ამბობს ევანსი.