“სახალხო კონტროლი” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. გადაცემის ყურადღება სარიტუალო დარბაზმა, სამწვადემ და შარაშიძის პურის ქარხანამ მიიპყრო.
“სახალხო კონტროლმა” სარიტუალო დარბაზში ტარაკანი, ასევე გამოსაცვლელი ტაფები აღმოაჩინა და ობიექტიდან ბინძური წყლის გატანის აუცილებლობაზე ისაუბრა, ასევე ტილოების ხშირ ცვლაზე მიუთითა.
“ანტიკვარი ობიექტია, ყველაფერი ძველებურია, მაგრამ ქვაბების მდგომარეობა სავალალოა, წყალი ჩამოდის, წვეთავს.. ასეთი მდგომარეობა კვების ობიექტზე არ შეიძლება იყოს”,_ თქვა “სახალხო კონტროლმა” სამწვადის შემოწმებისას.
პერსონალი ამბობს, რომ შენიშვნებს იღებს და მდგომარეობას გამოასწორებს.
“მოწესრიგებული იატაკი და კონდესანტიანი ჭერი” კი გადაცემის ჩაწერისას შარაშიძის პურის ქარხანაში გამოვლინდა.