“9 წელი იყვნენ ხელისუფლებაში და რა გამოდის, რომ უსამართლოდ ატარებდნენ არჩევნებს?”_ აღნიშნული განცხადებით გამოეხმაურა “პრაიმშოუში” ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციის მიერ წამოწყებულ საპროტესტო აქციებს.
ცნობისთვის, ოპოზიციამ აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩავარდა.
როგორც ხელისუფლება აცხადებს, ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2024 წლიდან გადავა, მანამდე კი მომავალ წელს არჩევნები არსებული საარჩევნო სისტემით ჩატარდება.