მკვლევარების ჯგუფმა, ახალი სამხრეთ უელსის უნივერტიტეტის მეცნიერების ხელმძღვანელობით, გამოიკვლია გამყინვარებათშორის პერიოდში ზღვის დონის მატების მიზეზი, რომელიც 129 000- 116 000 წლების წინ მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
როგორც ახალ კვლევაშია ნათქვამი, ოკეანის გათბობის შედეგად დასავლეთ ანტარქტიდაზე ყინულის დნობა, 120 000 წლის წინ, ზღვაში წყლის დონის ექსტრემალურად მატების მიზეზი გახდა.
კვლევის მიხევით, ყინულის დნობამ ზღვაში წყლის დონემ 3 მეტრით აიწია.
გავრცელებული ინფორმაციით, ოკეანის ტემპერატურა ბოლო გამყინვარებათშორის პერიოდში 2 გრადუსით უფრო მეტი იყო, ვიდრე დღესაა და ოკეანის დონეც 6-9 მეტრით მაღალი იყო დღევანდელთან შედარებით.
მკვლევარების თქმით, აღმოჩენამ შესაძლოა გავლენა იქონიოს მომავალზე.