“ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად, ესკორტის და დაცვის თანხლებით მივიდა.
მედიასთან მან განცხადება საარჩევნო უბანზე ხმის მისცემის შემდეგ გააკეთა, თუმცა თავიდანვე თქვა, რომ ის დამატებით კითხვებს არ უპასუხებს.
“დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. თავისუფალი ცხოვრების, თავისუფალი ბიზნესის დაფუძნება მოვახერხეთ ბოლო წლებში და რასაც შეიძლება ხაზი გავუსვათ არის ის რომ საზოგადოებამ ისწავლა კრიტიკულად აზროვნება და ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს”,_ განაცხადა ივანიშვილმა.

































































