ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროსათვის არც ერთი საჩივარი არ არის შესული არც ერთი ოპოციციური პოლიტიკური პარტიისგან.
როგორც კომისიაში გვეუბნებიან ამ ეტაპზე შემოსულია მხოლოდ ერთი განცხადება მოსაკვლევად:
_ ცესკოს მიმართა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ განცხადებით, რომელიც გადმოგვეგზავნა ჩვენ მოსაკვლევად:
“ქალაქ ოზურგეთის მერიის ოფიციალური გვერდი პირდაპირ გადადიოდა ბეგი სიორიძის ოფიციალურ გვერდზე. ამასთან დაკავშირებით უნდა ჩავატაროთ მოკვლევა, რასაც ვადები აქვს, მოკვლევის შედეგების შემდეგ მიიღებს კომისიის თავმჯდომარე გადაწყვეტილებას”, _ ამბობს “გურია ნიუსთან” ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზვიად თენიეშვილი.
ჩვენ დავუკავშირდით ბეგლარ სიორიძის საარჩევნო შტაბს, სადაც გვითხრეს, რომ კომენტარს მოგვიანებით მოგვაწვდიან.