რიცხვი 10 ერთიანისა და ნულისგან შედგება. ნული – არის რიცხვი, რომელიც ერთს ანეიტრალებს. ამიტომაც 10 – ეს დასუსტებული ერთია. ეს ადამიანები ლიდერები არიან, მაგრამ ნაკლებად დომინანტები, ვიდრე 1 რიცხვში დაბადებულები.
ისინი ფლობენ 1-იანის ყველა თვისებას. ამბიციური 10-იანი არ კარგავს დროს და შეუჩერებლად მიიწევს წინ მიზნისკენ. ჯიუტია და არ გაჩერდება, მანამ მიზანს არ მიაღწევს. წარმატებულია ცხოვრებაში, თუმცა, ამის მიუხედავად, ისინი მაინც ვერ აღწევენ იმხელა სიმაღლეებს, რასაც რიცხვ 1-ში დაბადებულები.
10-ში დაბადებულები მამაცები არიან და მდიდარი წარმოსახვის უნარი აქვთ. იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიონ, რისკავენ და დიდ ფსონს დებენ, არ ეშინიათ დანაკარგის, რადგან წარმატება მათთვის ხშირ შემთხვევაში გარანტირებულია.
ბუნებით ლიდერებს ბევრი პარტნიორის მოთხოვნილება აქვთ, რომლებიც მათ ქმედებებს ზედმეტი შეკითხვების გარეშე მიიღებენ. ამით ისინი 1-ში დაბადებულებს ძალიან ჰგვანან. სექსის საკითხში 10-იანი ძალიან ძლიერია და ამ საქმეშიც მისსავით ძლიერი პარტნიორები ესაჭიროება, რადგან მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური სიამოვნება.
10-იანი ძალიან გულწრფელი რიცხვია და სხვებისგანაც გულწრფელობას მოითხოვს. ამ რიცხვში დაბადებული ადამიანები კარგი მეგობრები არიან და ერთგული საყვარლები და მეუღლეები, თუმცა პარტნიორისგანაც, რა თქმა უნდა, იგივეს მოითხოვენ. 10-იანის მთავარი დევიზია – იცხოვრე და მიეცი საშუალება სხვებსაც, რომ იცხოვრონ. არ უყვარს, როცა მის კვალს მიჰყვებიან, მაგრამ არც ბრმა მორჩილებას მოითხოვს სხვისგან. არავის საქმეში ერევა და არც სხვას აძლევს მის საქმეში ჩარევის უფლებას. ჭკვიანი, ენერგიული და ინიციატორი 10-იანები ადვილად აღწევენ წარმატებას საქმეში და პირად ცხოვრებაში. ეს ძალიან დადებითი და წარმატებული რიცხვია.
ბედნიერი რიცხვები – 10, 19, 28.
ბედნიერი დღეები – კვირა, ორშაბათი.
ფერები – ოქროსფერი, ღია ყვითელი.
ქვები – ყვითელი ალმასი, ტოპაზი.
ავადმყოფობები – გული და თვალები, მაღალი არტერიული წნევა.
რეკომენდაციები
10 რიცხვში დაბადებულები, როგორც უკვე ვთქვით, ლიდერები არიან, თუმცა ისინი მოუთმენლები და მკაცრები არიან სხვების მიმართ და ვერ იტანენ, თუ ვინმე საქმეს ისეთივე მონდომებით არ აკეთებს, როგორც თავად ისინი. ისინი უნდა ეცადონ, იყვნენ მეტად დამთმობები და მომთმენები. საკუთარი ამბიციების გამო ხშირად იტანჯებიან და დაძაბულები არიან. იმდენს შრომობენ, რომ დაცემამდე მიდიან.
უნდა ეცადონ, რომ არ გადააჭარბონ, როგორც ფიზიკური და გონებრივი სამუშაოს კეთებისას, ასევე ამბიციებში და ემოციებშიც. პირველ რიგში, უნდა გამოიმუშავონ მოთმინების გრძნობა, რადგან მტრებს სწორედ ფეთქებადი ხასიათის გამო იჩენენ. დანარჩენში ეს ნიშანი ძალიან კარგია, ადამიანები კი, რომლებიც 10-ში დაიბადნენ – ბედნიერები და წარმატებულები არიან.