1-ისა და 8-ის ჯამია – 9. სამივე რიცხვი – 1, 8, 9 კარგად გაწონასწორებულია, მაგრამ 18-ში 8-ისა და 9-ის გავლენა მეტია, ვიდრე 1-ის. საბოლოო ჯამში კი ვიღებთ უჩვეულო შერწყმას ამბიციური, ძლიერი და ენერგიული ერთიანისა, არტისტულ, ტალანტურ და მგრძნობიარე 8-სთან.
ამიტომაც 18-ში დაბადებულები ხშირად გამოჩენილი ადამიანები ხდებიან. 1-ისა და 8-ის შეხამებით შესაძლოა მივიღოთ ფეთქებადი ადამიანი, მაგრამ 9-იანი ამ უარყოფით თვისებას ანეიტრალებს. რადგანაც 9 – პლანეტა მარსის გავლენის ქვეშ იმყოფება, ის 18-ს მებრძოლ ხასიათსაც სძენს.
რიცხვი 18-ის ემოციურ ხასიათსა და სექსუალურობას, ძირითადად, 9 განსაზღვრავს. ეს ადამიანები ძალიან სექსუალურები არიან, მაგრამ არ შეუძლიათ თავიანთი სურვილის გამოხატვა, რის გამოც ხშირად კარგავენ პარტნიორს. სურვილის გამოხატვა მათთვის სამარცხვინოდ და სისუსტის გამოხატულებად ითვლება…
თუმცა, აქვე თავს იჩენს 8-იანის თბილი და მოსიყვარულე ხასიათი, რაც მეტ მომხიბვლელობას სძენს 18-ს. კონფლიქტი თითქმის არ ხდება მათთან, რადგან 8-იანს არ შეუძლია საყვარელი ადამიანისგან რაიმეს დამალვა. 9-იანის გავლენით, 18 სიყვარულში ძალაუფლების მოყვარეა. ამიტომაც მისი პარტნიორი დამთმობი და რბილი ხასიათის უნდა იყოს.
მეგობრობაში ეს რიცხვი ერთგულია, თუმცა მასთან მეგობრობა ადვილი არ არის. აქვე ჩნდება ისევ 8 და 18-ის დომინანტ ბუნებას შედარებით არბილებს – არ აძლევს უფლებას, ძალით მოახვიოს საკუთარი აზრი გარშემომყოფებს. მიუხედავად იმისა, რომ 18-თან მეგობრობა ძნელია, ეს ადამიანები საინტერესო კომპანიონები არიან. მოკლედ რომ ვთქვათ, 18-ის პარტნიორი თუ მეგობარი დამთმობი, რბილი ხასიათით უნდა გამოირჩეოდეს და მასთან ერთად ბევრს მიაღწევთ.
18-ის მეგობარი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც იგივე სულიერ თვისებებსა და ამბიციას ფლობს, რასაც 18 რიცხვი. ამბიცია ხომ 18-ის მთავარი ძალაა. ამიტომაც ვერ წარმოუდგენიათ ურთიერთობა ადამიანთან, ვისაც ეს თვისება არ გააჩნია.
მიუხედავად დომინირებული ბუნებისა, 18-ს შეუძლია იყოს კარგი მეგობარი, რადგან 8 მას თავშეკავებულობას სძენს. თუმცა, თუ თქვენთვის ძვირფასია 18 რიცხვში დაბადებული ადამიანი და არ ისურვებდით მის დაკარგვას, არ ღირს მასთან წინააღმდეგობაში ყოფნა.
ბედნიერი რიცხვები – 1, 10, 28, 8, 17, 26, 9, 18, 27.
მტრულად განწყობილი რიცხვები – 7, 16, 25.
ბედნიერი თარიღები – 1, 8, 9.
ბედნიერი დღეები – ორშაბათი და განსაკუთრებით, სამშაბათი.
ნეგატიური თვეები – აპრილი, ივლისი.
ფერები – წითელი, ლურჯი.
ქვები – ძოწი.
ავადმყოფობები – ციებ-ცხელება
რეკომენდაციები
18 რიცხვში დაბადებული ადამიანები უფრო რბილები უნდა იყვნენ გარშემომყოფების მიმართ. სხვაგვარად დაკარგავენ მეგობრებს და საყვარელ ადამიანებს. მათ გააჩნიათ ხელმძღვანელობის შესანიშნავი უნარი, ჭკუა, შრომისმოყვარეობა, მაგრამ როცა ისინი სხვებს უცერემონიოდ ექცევიან, უარყოფით ემოციებს იწვევენ გარშემომყოფებში.
ყველას არ შეუძლია 18-ის გაგება, ეს მხოლოდ ძალიან ახლობლების პრეროგატივაა. არ უნდა იყვნენ მოუთმენელნი მათ მიმართ, ვინც რაღაცაში არ ეთანხმება. თუ 18 დაძლევს ამ უარყოფით თვისებებს, შესაძლოა, მისგან დადგეს გამოჩენილი პიროვნება და მიაღწიოს ცხოვრებისეულ მწვერვალებს.