ისინი – დიქტატორები არიან. ჯამში 1-იანი და 9-იანი ათია, ანუ 1. ეს კი მის ძლევამოსილ ხასიათზე მეტყველებს. ამასთან, 19-ში ერთიანი ორჯერ ფიგურირებს, თავად რიცხვში და ჯამში.
ამიტომაც 19-ში დაბადებულები არასოდეს არავის დაემორჩილებიან. 1-იანის თვითდაჯერებულობა 19 რიცხვში პატივმოყვარეობამდეა დასული. ისინი ყველაფერში პირველობენ და არასოდეს აღიარებენ, რომ ვინმე მათზე უკეთ შეძლებს რაიმე სამუშაოს შესრულებას.
სამყარო მათ ირგვლივ ბრუნავს. არასოდეს არიან კმაყოფილნი იმით, რაც აქვთ და მეტისთვის დაუნდობლად იბრძვიან. ყველაფერს გაანადგურებენ, რაც ამბიციის გზაზე გადაეღობებათ. ხასიათის სიმტკიცე და ენერგია – 1-ისა და 9-ის ძირითადი თვისებებია და 19-ს ეს სამმაგი დოზით აქვს.
იგივეს თქმა შეიძლება 19-ის ემოციურ და სექსუალურ ცხოვრებაზე, სადაც ისინი ასევე ლიდერები არიან. მათ აზრადაც არ მოსდით, რომ სხვასაც შეიძლება ჰქონდეს გრძნობა, რადგან მათ ეს გრძნობა არ გააჩნიათ. გარშემომყოფები მათთვის – მხოლოდ ინსტრუმენტები არიან, რომლებიც მათ მიზანს ემსახურებიან.
საშინლად ეგოისტები არიან და შეუძლიათ პარტნიორი უემოციოდ მოიშორონ, როცა მიხვდებიან, რომ ის აღარაფერში სჭირდებათ. ემოციები მათ ცხოვრებაში მეორეხარისხოვან როლს ასრულებს და მხოლოდ ადრეულ ასაკში უჩნდებათ გრძნობა ვინმეს მიმართ.
ვინც უნდა შეხვდეთ ცხოვრების გზაზე და როგორი გრძნობითაც არ უნდა განიმსჭვალონ მის მიმართ, საბოლოოდ 19 მაინც მარტო რჩება. სექსუალურად მათი დაკმაყოფილება თითქმის შეუძლებელია, რადგან მათ გამუდმებით რაღაც არ ჰყოფნით. 9-ის გავლენით მათ არ შეუძლიათ ხმამაღლა ისაუბრონ საკუთარ სურვილებზე.
ყველა შემთხვევაში – ეს ძალიან საშიში რიცხვია. 19-ში დაბადებულებს მოჭარბებული სექსუალური მოთხოვნები აქვთ და როცა აქ რაიმე დაბრკოლება ჩნდება მათთვის, ისინი ყველაფერზე მიდიან, მათ შორის ძალადობაზეც…
როგორც რიცხვი 5, 19-იც თავის მსგავსთან ცხოვრობს ჰარმონიაში. დანარჩენები მასთან შიშითა და კრძალვით იცხოვრებენ. მეორე მხრივ, ვისთვისაც ის ძვირფასია, დაემორჩილება კიდეც მას და ყველაფერში ანგარიშს გაუწევს. ერთი სიტყვით, 19-ის მეუღლე ან მისი ტოლი და სწორი უნდა იყოს ან მისი მონა.
ბედნიერი რიცხვები – 1, 10, 28, 9, 18, 27, 5, 14, 23. ყველა დანარჩენი რიცხვი 19-ისთვის მტრულად განწყობილია.
ბედნიერი თარიღები – 19 და 5.
ბედნიერი დღეები – სამშაბათი და შაბათი.
ფერები – წითელი.
ქვა – ტოპაზი.
ავადმყოფობები – არტერიული წნევა და ინფექციები.
რეკომენდაციები
ძალიან რთულია, ამ რიცხვს რაღაც ურჩიო, რადგან ისინი ამას მაინც არ მიიღებენ, მაგრამ მაინც ვეტყოდით, შეძლებისდაგვარად მოთოკონ ფეთქებადი ხასიათი და ამბიციები. 19-ს რომ შეეძლოს იმით დაკმაყოფილება, რასაც ის აუცილებლად მიაღწევს, მას სახალხო აღიარება ელის არა მარტო ამ დროში, არამედ ისტორიაშიც. თუკი ვინმე ამ რიცხვში დაბადებული ისტორიაში მოხვედრილა, მხოლოდ დიქტატორი.