რა ღონისძიებები გაიმართება ჩოხატაურში 13 იანვარს – პროგრამა უკვე ცნობილია:
“ღონისძიების ადგილი: ნოდარ დუმბაძის ქუჩა N12 სკვერის მიმდებარე ტერიტორია
საახალწლო პროგრამის დასაწყისი: 16:00
16:00 – ორკესტრის მსვლელობა
16:00-00:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, დარიჩინის ორცხობილა, ცხელი შოკოლადი
16:00-20:00 – საბავშვო სივრცე: საახალწლო სათამაშოების დამზადების შესწავლა, თამაშები, სახის მოხატვა, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები
16:30 – 17:00 ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა
ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან
17:00 – 18:00 ქიმიური შოუ
18:00-19:30 – ადგილობრივი შემსრულებლების საბავშვო კონცერტი
19:00 – 21:00 მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა
ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან
21:30 – მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა
22:00 – თიკა მახალდიანი, დათუნა მგელაძე, სოფო გელოვანი, ანი კეკუა
23:30-00:30 – ჯგუფი ,,ბანდეროლი“
00:00 – მრავალჟამიერი და საზეიმო ფეიერვერკი”,_ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მუნიციპალიტეტის მერიის გვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც “გურია ნიუსს” მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნული ღონისძიებები პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ტარდება, რაც შეეხება მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაორგანიზებულ 31 დეკემბრის ღონისძიებების გრაფიკს, ამის ანონსიც საზოგადოებისთვის ცნობილი მალე გახდება.
ავტორი