საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული საახალწლო ღონისძიებები ოზურგეთში 24 დეკემბერს გაიმართება. ამ დღეს არის დაგეგმილი ოზურგეთში მთავარი ნაძვის ხის საზეიმოდ ანთება. პროგრამა თეატრალურ მოედანზე 14 საათიდან დაიწყება.
“14:00-20:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ადგილობრივი კვების ობიექტები, გლინტვეინი, ტკბილეული
14:00-20:00 – საბავშვო სივრცე: საახალწლო სათამაშოების დამზადების შესწავლა, თამაშები, საბავშვო წარმოდგენები, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები
16:00-17:00 – ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან
15:30-17:00 – ადგილობრივი შემსრულებლების საბავშვო კონცერტი
18:00 – მთავარი ნაძვის ხის საზეიმო ანთება
18:30 – 20:00 – ირინა ბაირამაშვილი და დათო ლონდარიძე
20:00 -21:00 – ჯგუფი ‘’გუფი ლენდი ‘’
21:00 – საზეიმო ფოიერვერკი”,_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფოტო: არქივი