დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.
აღნიშულ თარიღთან დაკავშირებით გურიაში სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიებები ტარდება.
ოზურგეთი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით და ოზურგეთის მერიის ჩართულობით ცენტრალურ მოედანზე საზეიმო ღონისძიებები გაიმართება:
• 14:00 საათი – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო აქტივობები, პოპკორნისა და ბამბის ნაყინის კუთხე, ბატუტი, გიფერის კუთხე, ტერიტორიაზე იმოძრავებენ კოსტიუმირებული ოჩო ფეხები, გიგანტური საპნის ბუშტების შოუ და გინესის რეკორდსმენი თავით ბურთის კენწვლაში – გოდერძი მახარაძე ახალი რეკორდის დამყარებით;
• 14:00-17:00 საათი – ადგილობრივი შემსრულებლების საკონცერტო პროგრამა;
• 17:05-17:10 საათი – ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას! ანსამბლი “რეხეული” და “შემოქმედი” ჰიმნის შესრულებით;
• 17:10-17:20 საათი – ჰიმნის შესრულებისას ფერადი ფოიერვერკის ფონზე, ოზურგეთის სალოტბარო სკოლის მოსწავლეების ჩართულობით სცენის წინ გაიშლება 10 მეტრიანი საქართველოს დროშა;
• 17:20-19:30 საათი – თეატრალურის კვარტეტი, მასტერი, ღამის შოუს ბენდი და DJ NAQEBI;
• 20:30 საათი – საზეიმო ფოიერვერკი.
ლანჩხუთი
ლანჩხუთის მერიის ორგანიზებით დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდება:
• 12:00 სთ – დამოუკიდებელი საქართველოს მეთაურის ნოე ჟორდანიას ბიუსტის ყვავილებით შემკობა;
• 15:00 სთ- ადმინისტრაციული შენობის წინ ადგილობრივი შემსრულებლებისა და ბესიკ ნემსაძის კონცერტი.
ჩოხატაური
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩოხატაურში მერიის ორგანიზებით გაიმართება:
• 12:50 სთ – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის, ბიუსტის ყვავილებით შემკობა;
• 13:00 სთ – ცენტრალური სტადიონი: დროშის აღმართვა; დოღი, მკლავჭიდი, ბაგირის გადაძალვა;
• 15:00 სთ – ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორია: ეროვნული ისტორიის ამსახველი ფოტოებისა და დოკუმენტების გამოფენა, ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები;
• 15:30 სთ – ხელოვნების სასახლეში ჩატარდება ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი, საპატიო ჩოხატაურელის გამოვლენა, მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების დაჯილდოება.