14 ოქტომბერს საქართველოში მცხეთობა-სვეტიცხოვლობა აიღნიშნება.
მცხეთობის დღესასწაულის აღნიშვნა ქვეყანაში 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაიწყო და ეს თარიღი ოფიციალურად უქმე დღედ გამოცხადდა.
მცხეთობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათალიკოს- პატრიარქი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვას აღავლენს, რომელიც დილის 10:00 საათზე დაიწყება.
გარდა ამისა, მცხეთაში სხვადასხვა სახის კულტურულ-შემეცნებითი გასართობი ღონისძიებებია დაგეგმილი.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებები ქალაქში ცენტრალურ მოედანზე დილის 10 საათიდან დაიწყება და 22 საათამდე გასტანს.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გრაფიკს ავრცელებს, რასაც „გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:
„14 ოქტომბერი, 10:00
მცხეთობა – სვეტიცხოვლობა 2018
სადღესასწაულო პროგრამა
(ქალაქ მცხეთის ცენტრალური მოედანი, დავით აღმაშენებლის ქუჩა)
10:00-14:00 სთ -საზეიმო წირვა – ლოცვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. წირვას აღავლენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ,
10:00- 18:00 სთ -სპორტულ – სანახაობითი ღონისძიებებ, საბავშვო გასართობ-შემეცნებითი კუთხე
11:00- 18:00 სთ -საშემოდგომო ნობათის, რეგიონში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა – გაყიდვა,
11:00- 17:00 სთ -სადღესასწაულო კონცერტი (მცხეთის მუნიციპალიტეტი,
მცხეთა – მთიანეთის რეგიონი და მომღერალ-მგალობელთა გუნდი „დიდგორი“),
13:00-14:00 სთ -მცხეთის 2018 წლის „საპატიო მოქალაქეების“ წარდგენა-დაჯილდოვება,
15:00 სთ -სადილი -რესტორანი „არმაზის ხეობა“,
15:00 – 16:00 სთ- საბავშვო სპექტაკლი „მუსიკალური ცისარტყელა“ – ნ. ანდღულაძის ვოკალურ ფონდთან არსებული საბავშვო თოჯინების ოპერის თეატრი „მცირე პწკალა“,
15:00 – 16:30 სთ -ქუჩის თეატრი – საკარნავალო მსვლელობა,
19:30 – 21:00 სთ -გალა კონცერტი
საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“,
21:00 – 22:00 სთ -ელექტრონული მუსიკა – DJ Alex
21:00 სთ- ფოიერვერკი“_წერია მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.