1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით გურიაში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის გავრცელებული ინფორმაციით, 1 ივნისს – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, საბავშვო სტუდია – „მომავლის ბავშვები“ კონცერტს გამართავს, რომელიც 15 საათზე დაიწყება.
რაც შეეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტს, მერიის გავრცელებული ინფორმაციით, 1 ივნისს 15:00 საათზე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში, მიუზიკლი და კონცერტი გაიმართება.
პროგრამა:
მიუზიკლი “მუსიკის ჰანგები” (რიჩარდ როჯერსის ნაწარმოების მიხედვით);
საზეიმო კონცერტი ადგილობრივი საბავშვო სტუდიების და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით;
ანიმატორები და ზღაპრის გმირები.
ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებია დაგეგმილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის წინაც.
14:00 საათი – სახის მოხატვა, ანიმატორები, ყვავილების გვირგვინების მასტერკლასი, ძერწვა, ასფალტზე ხატვა;
14:00 საათი – ვ.ბარამიძის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა;
15:00 საათი – კულტურის ცენტრისა და მუსიკალური სკოლების აღსაზრდელების კონცერტი.






























































