“ოსკარის” დაჯილდოების წლევანდელ ღონისძიებაზე, ლედი გაგასა და ბრედლი კუპერის მიერ შესრულებულმა სიმღერამ Shallow-მ საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლედი გაგასა და ბრედლი კუპერს, ფილმ A Star is Born, მთვარ გმირებს ერთმანეთი უყვართ.
როგორც ლედი გაგამ ამერიკელ წამყვან ჯიმი კიმელთან საუბრისას განაცხადა, ის მხოლოდ კარგი პერფორმანსი იყო.
“სოციალური მედია ინტერნეტის ტუალეტია, რასაც ის პოპკულტურას უკეთებს საშინელებაა. დიახ, ადამიანებმა დაინახეს სიყვარული, ის, რაც ჩვენ გვინდოდა დაენახათ. “შელოუ” სასიყვარულო სიმღერაა, ფილმი კი ამბავი სიყვარულზე.
ლედი გაგამ ასევე აღნიშნა, რომ სიმღერის პერფორმანსზე კუპერთან ერთად ბევრი იმუშავა.
“შესრულების თვალსაზრისით ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. რა გინდათ იგრძნონ ხალხმა როდესაც სასიყვარულო სიმღერას მღერით?” _ამბობს გაგა.