არ გძინავთ კარგად და ეს უკვე ქრონიკულ პრობლემად იქცა, ექიმები გვირჩევენ:
პირველ რიგში, უნდა მივეჩვიოთ ძილის რეჟიმს: ყოველდღიურად ეცადეთ დაიძინოთ და გაიღვიძოთ ერთსა და იმავე დროს, დასვენების დღეებშიც კი.
გამოვიმუშავოთ დასასვენებელი რიტუალი: დაძინებამდე, ვეცადოთ განვიტვირთოთ მთელი დღის ემოციებისგან, ან სტრესისგან, რადგან ეს ხელს გვიშლის დაძინებაში.
თუ უძილობა გაწუხებთ, მოერიდეთ თვლემას დღის განმავლობაში, განსაკუთრებით შუადღისით.
ვივარჯიშოთ ყოველდღიურად: ენერგიული და მხნე ვარჯიში საუკეთესოა, თუმცა მსუბუქი დატვირთვაც კარგია ყოველდღე, ვიდრე სრულიად უმოქმედოდ ყოფნა.
მოაწყვეთ თქვენი ოთახი ისე, რომ ძილისთვის ყველანაირი კომფორტი შეგექმნათ. მაგალითად: ოთახი უნდა იყოს დაცული ყველანაირი ხმაურისა და სინათლისგან.
შეარჩიეთ კომფორტული ლოგინი და ბალიში: დარწმუნდით, რომ ისინი ნამდვილად “მხარს დაგიჭერენ” ტკბილად დაძინებაში და გაითვალისწინეთ, რომ ლეიბი, რომელიც გამოიყენება 9-10 წლის განმავლობაში, შემაწუხებელი ხდება და ხელს გიშლით ჩაძინებაში.