“რა ჯადო გააკეთა ედუარდ შევარდნაძემ, რომ ვერ გაიხარა ქართველმა ერმა”, _ ამის შესახებ ქუთაისში ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა.
“სანამ არ აღდგება კანონიერი ხელისუფლება, ქვეყანას არაფერი არ ეშველება. კანონიერი ხელისუფლება დაამხეს. რა ჯადო გააკეთა ედუარდ შევარდნაძემ, რომ ვერ გაიხარა ქართველმა ერმა ზვიად გამსახურდიამ შეაჩერა რიონჰესის მშენებლობა. როცა ქართველებს ეროვნება მოენატრებათ, მაშინ დააფასებენ ზვიად გამსახურდიას. ახლა არაა იმისტობის და ამისტობის დრო. ქართველი ხალხი ერთ მუშტად უნდა გავერთიანდეთ კანონიერი ხელისუფლების აღსადგენად”.