დღეს 1 სექტემბერია და ოზურგეთის ჭადრების ბაღში, ყველაზე ძალიან (ზედმეტადაც კი, ცხელი ზაფხულისგან ზედმეტად გადაყვითლებული ფოთლებით) იგრძნობა ხავერდოვანი დროის ხიბლი.
ამ მზიან დილით, მყუდროებით მოცულ ბაღში, მხოლოდ ერთი სიმპატიური ქალბატონი მოუყვება ბილიკს:
_რა კარგი იყო ჩვენი დროის ის პირველი სექტემბერი! სწავლა იწყებოდა, ზეიმის ექო ცას აღწევდა! ირგვლივ სიცოცხლის სიგიჟმაჟე ტრიალებდა… ვერ ვეგუები ამ სიწყნარეს და ამდენ ნაადრევად დაცვენილ ყვითელ ფოთლებს. ცხელმა ზაფხულმა გარეგნულად კიდევ უფრო დააჩქარა შემოდგომა,_ გვითხრა ოზურგეთელმა ქეთინო შავიშვილმა, სექტემბერი მოგვილოცა და ბარაქიანი შემოდგომა უსურვა სწავლის თუ შრომის მოყვარულებს!
დიახ, დღეიდან შემოდგომა გვესტუმრა! მშვიდობიანობით, ჯანმრთელობით, დოვლათით დაგვებედოს!
ავტორი