“ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა, მას შემდეგ რაც თავისი და სხვა პერსონების მონაწილეობით, ფარული აუდიოჩანაწერები გაავრცელა, ღიად დაუჭირა მხარი “ნაციონალური მოძრაობის” ოპოზიციური ერთობის საპრეზიდენტო კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს.
არის თუ არა კავშირი ოქუაშვილის სატელეფონო საუბრებს, გრიგოლ ვაშაძის წინასაარჩევნო კამპანიასა და ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ყოფილ ელჩს რუსეთში ირაკლი ჩბინიშვილს შორის კავშირი? – ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა “იმედის კვირამ” სცადა.
ერთ-ერთ სატელეფონო ჩანაწერში “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი წინა ხელისუფლების დროს რუსეთში საქართველოს მაშინდელ ელჩს ირაკლი ჩუბინიშვილს ესაუბრება, რომელიც ასევე “თბილისის თამბაქოს” ერთ-ერთი აუქციონერია. ჩუბინიშვილმა ქართული პოლიტიკა რუსეთში ელჩობის შემდეგ დატოვა. ირაკლი ჩუბინიშვილი რომ ზაზა ოქუაშვილს სიტუაციის ე.წ. დალაგებაში ეხმარებოდა, ამის შესახებ სასამართლოში დაკითხულმა ლევან ყიფიანმა განაცხადა. მისი მტკიცებით, ჩუბინიშვილის გვარი ოქუაშვილმა ყიფიანთან არაერთხელ ახსენა.
დღეს, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიას ვიტალი შკლიაროვი ხელმძღვანელობს. ის არის პოლიტტექნოლოგი, რომელიც აშშ-ში ბერნი ანდერსისა და რუსეთში კსენია სობჩაკის საარჩევნო კამპანიებშიც იყო ჩართული. სობჩაკის კამპანიაზე შკლიაროვთან ერთად, რუსი პოლიტტექნოლოგი ალექსეი სიტნიკოვიც მუშაობდა, რომლისთვისაც ქართული არჩევნები უცხო არ არის. სწორედ მისი კამპანია ეხმარებოდა ჯერ “მოქალაქეთა კავშირშს”, შემდეგ კი “ნაციონალურ მოძრაობას” 1999 წლისა და 2003 წლის არჩევნებში.
წყარო: “იმედინიუსი”